|
2025-06-19 14:31:14, 884 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ევროპარლამენტში დებატებზე - არიან ადამიანები, ვინც ჯიუტად ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას
ცხადია, არსებობენ ადამიანები, ვინც ჯიუტად ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას, ებრძვიან არსებულ ხელისუფლებას იმიტომ, რომ ისინი არჩევნებში დამარცხდნენ და ვერ შეძლეს თავიანთი აგენტურის მოყვანა,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, თბილისის მერი, კახა კალაძე ევროპარლამენტში გამართულ დებატებს, რომელიც საქართველოს საკითხს შეეხებოდა. კალაძის განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის „განცხადებები და ქმედებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზე და შანტაჟზე არის დაფუძნებული". „რეალურად, რა ხდება: საქართველო აგრძელებს განვითარებას, წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა არის ხელშემშლელი მომენტები, კონკრეტულად, განცხადებები, რომელსაც ვისმენთ, ქმედებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზე, შანტაჟზე არის დაფუძნებული, თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც ხედავს, თუ რასთან გვაქვს საქმე. ადამიანები, რომლებიც საუბრობენ სიმართლეზე, იმაზე, რომ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა კამპანია, მიეღო მონაწილეობა, გვაქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, არავის აქვს უფლება, ხელი აწიოს პოლიციელზე, ვინც არ უნდა იყოს, სტატუსი დანაშაულს ფარად ვერ აღუდგება, ვინც არ უნდა იყოს ის, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი თუ ჟურნალისტი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანი ვართ",-განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას - „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“. რეზოლუციის თანახმად, "ევროპარლამენტი მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე".
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)