|
2025-06-19 10:29:41, 747 ნახვა
ეკონომიკა
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში და გაემგზავრე აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად
განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად საქართველოს ბანკი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 2014 წლიდან Fulbright-ის პროგრამის პარტნიორია. რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად, საქართველოს ბანკი Fulbright-ის ფარგლებში გამარჯვებულებს ავლენს და მათ აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს. უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი. მათი რაოდენობა კი ყოველწლიურად იზრდება. განათლების გზაზე არ გაჩერდე - 2026-2027 წლების Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 2025 წლის 1 აგვისტომდე მიმდინარეობს. განაცხადის შესავსებად ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს. Fulbright-ის პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ იმ მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც დასრულებული აქვს საბაკალავრო საფეხური ან იმყოფება მეოთხე კურსზე და მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება აშშ-ში სურს. სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, შერჩეული ახალგაზრდები ჩააბარებენ TOEFL-ის, GRE-ისა ან/და GMAT-ის გამოცდებს. TOEFL-ის ტესტს აბარებს ფინალურ ეტაპზე გადასული ყველა მონაწილე, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ინგლისურენოვანი გამოცდილება. საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება ფულბრაიტში მონაწილე ყველა იმ წარმატებულ სტუდენტს შეუძლია, რომელიც დაინტერესებულია აშშ-ში სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ან სხვა მიმართულებით განაგრძოს. სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)