|
2025-06-18 16:45:45, 932 ნახვა
სამართალი
ნიკუშა კაცია მისი საქმის გამომძიებელზე - ეს ბატონი, რომელიც წინ დგას, საერთოდ არ მინახავს თვალით
ეს ბატონი, რომელიც წინ დგას, საერთოდ არ მინახავს თვალით, - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა ნიკუშა კაციამ მისი საქმის გამომძიებელთან დაკავშირებით განაცხადა. გამომძიებელი მირზა ჯაფარიძე სასამართლოში ჩვენებას აძლევს და ჰყვება, თუ როგორ მოხდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე კაციას დაკავება და მისი ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან პოლიეთილენის პარკში გახვეული ნარკოტიკული საშუალების ამოღება. „სწორ პოზიციაში არ მიმაჩნია ჩემი თავი, კითხვები დავუსვა, ადამიანს, რომელიც იქ არ ყოფილა საერთოდ. ადამიანი, რომელიც მახსოვს ბევრი ლოკაციიდან, საერთოდ სხვა ადამიანია. ასეთი აბსურდის მომხრე თუ გავხდებოდი, არ მეგონა“, - განაცხადა კაციამ, თუმცა, ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ, მან მოწმე გამომძიებელს კითხვები მაინც დაუსვა. „თქვენ ამბობთ რომ ლაშა ხარხელაურმა ამოიღო ნივთიერება. მას ჩემს არც ერთ ჯიბესთან შემხებლობა არ ჰქონია, რატომ აბრალებთ მას? რატომ ბრალდება მას, რომ ჩემს ჯიბესთან რამე კონტაქტი ჰქონდა? ამ შემთხვევაში, ლაშა ხარხელაურის ინტერესებს ვიცავ, რომელსაც საერთოდ არ ჰქონია ჩემს ჯიბესთან შემხებლობა.... თუკი წინააღმდეგობას გიწევდით, როგორ ჩამიყავით ჯიბეში ხელი? მე ჯიბეებზე ხელი დავიფარე. რატომ არ მაქვს ნანახი ის, რაც საქმეში დევს, პაკეტს ვგულისხმობ თავისი ნარკოტიკული საშუალებებით“, - განაცხადა კაციამ, რასთან დაკავშირებითაც მას ჯაფარიძემ უპასუხა, რომ მას „რა თქმა უნდა, ნანახი აქვს პაკეტი". „როგორც თქვენ თქვით, ჩემი დამშვიდების შემდეგ, რატომ არ მოხდა ვიდეოგადაღება?"- მიმართა გამომძიებელს კაციამ, რაზეც მან უპასუხა, რომ „მისი დამშვიდების შემდეგ, მისი ნივთები უკვე ამოღებული იყო და რა უნდა გადაეღოთ“. „რა გესაქმებოდათ ჩემს პირის ღრუში და იღლიებში? გარდა იმისა, რომ ეს იყო ემოციურად მიუღებელი, დამამცირებელი იყო“, - მიმართა მას კვლავ ბრალდებულმა, ეს კითხვა მოსამართლემ განარიდა, რადგან პასუხი უკვე გაცემული ჰქონდა, რომლის მიხედვითაც, ის ამ დროს „ოქმს ავსებდა". ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)