|
2025-06-18 14:50:48, 1145 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „გრადა პარკის“ კომპლექსის I ბლოკის მშენებლობა დასრულდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მისმა მრავალწლიანმა პარტნიორმა კომპანია „გრადა დეველოპმენტმა“ მულტიფუნქციური კომპლექსის I ბლოკის მშენებლობა დაასრულა. კომპანია, დიდი დიღმის ცენტრალური პარკის მიმდებარედ „გრადა პარკის“ სამშენებლო პროექტს ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 25 მილიონი დოლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 20.1 მილიონ დოლარს შეადგენს. გრადა პარკის ახალი პროექტი 13,000 კვ.მ ფართობზე შენდება. ის ოთხი 13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გულისხმობს და ჯამში 582 ბინას აერთიანებს. აღნიშნული პროექტი კომერციულ ფართების, რეკრეაციულ ზონის, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნების, ველობილიკების, სასეირნო და სარბენი სივრცეების, ელექტრო მანქანების დამტენი ზონის, მიწისქვეშა ავტოსადგომისა და სხვა სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. „გრადა დეველოპმენტი უკვე 9 წელია მაცხოვრებლებს თბილისის ყველაზე განვითარებად უბანში - დიღომში უსაფრთხო, კომფორტულ და სრულად განვითარებულ გარემოს სთავაზობს. „გრადა პარკის“ კომპლექსის I ბლოკის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ბინებში უკვე შესახლებულნი არიან მაცხოვრებლები. II, III და IV ბლოკები კი ეტაპობრივად, 2026 წლის დეკემბრამდე დასრულდება. კომპანიის მიერ დასრულებულ საცხოვრებელ პროექტებში დღეს 1,000-მდე ოჯახი ცხოვრობს. კომპანია სამომავლოდ საქმიანობას კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ სამ ახალ საცხოვრებელ პროექტზე, ალექსანდრე ყაზბეგის, მარშალ გელოვანისა და აკაკი წერეთლის გამზირებზე. თითოეული პროექტი გამორჩეულია მაღალი სამშენებლო სტანდარტებით, თანამედროვე არქიტექტურითა და მობინადრეთა საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტებით. საქართველოს ბანკი დაარსების დღიდან ჩვენი საიმედო პარტნიორია, ყველა პროექტი ერთობლივად გვაქვს განხორციელებული. ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება და სამომავლოდ კიდევ არაერთ პროექტს განვახორციელებთ ერთობლივად“, - განაცხადა ნათია ლაბაძემ, გრადა დეველოპმენტის აღმასრულებელმა დირექტორმა.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)