|
2025-06-18 14:34:21, 518 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ტყემალაძე - ტაქსების რეფორმა შედგა, მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა უსაფრთხო და კომფორტული სერვისით ისარგებლოს
თბილისის ვიცე-მერის, გიორგი ტყემალაძის შეფასებით, დედაქალაქში ტაქსების რეფორმა შედგა და მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა უსაფრთხო და კომფორტული სერვისით ისარგებლოს. ტყემალაძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, მათ შორის არის ზონალური პარკირების რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მიზანია ქალაქში სატრანსპორტო ნაკადების შემცირება. ასევე, განხორციელდა ტაქსების რეფორმის სამი ეტაპი. “თბილისის პარკინგი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკის ერთ-ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 13 000-მდე საპარკინგე ადგილი უკვე არის გამოყოფილი. არის მოწესრიგებული სისტემა და არა ქაოსური. ამასთანავე, ის მნიშვნელოვნად აწესრიგებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის წვდომას პარკირებებთან, ვიზიტორებისთვის კი ეს პროცესი გამარტივებულია. ამ პროგრამის ერთ-ერთი მიზანიც არის ის, რომ სატრანსპორტო ნაკადების შემცირებაზეც დადებითად აისახოს“, - აღნიშნა ტყემალაძემ. ელექტრომობილებზე საუბრისას, ვიცე-მერმა განაცხადა, რომ ქალაქის მთავრობას ყოველთვის აქვს წახალისებისა და ხელშეწყობის პოლიტიკა. “ჩვენ ელექტრომობილებთან დაკავშირებით განსაკუთრებულად დახმარების რეჟიმში ვართ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველანაირად შევუწყოთ ხელი და წავახალისოთ ეს მიმართულება. ის გადაწყვეტილებაც, რომ ჩვენს ქალაქში დამატებით 200 დამტენი იქნება, ამ მიდგომის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რაც მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ტყემალაძემ. თბილისის ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით, ვიცე-მერმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, შეიძლება ითქვას, რომ ეს რეფორმა შედგა. “ამ თემაზე ნამდვილად იყო ბევრი აზრთა სხვადასხვაობა, ბევრი საუბარი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ იყო ნაადრევი, რამდენად იქნებოდა გამართლებული, თუმცა ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს რეფორმა ნამდვილად შედგა და დღეს, როგორც მოსახლეობას, ისე ტურისტებს, აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს უსაფრთხო და კომფორტული სერვისით, ვიზუალურ მხარეზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამ რეფორმის მესამე ეტაპი უკვე დასრულებულია“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
Miami Ad School ახალ ლოკაციაზე - საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაზე მიღება დაიწყო
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)