|
2025-06-18 12:22:42, 891 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ
უზბეკური სუმი – რამდენად მიმზიდველია ინვესტირება? გასული წლის ოქტომბერში, თიბისი კაპიტალის პუბლიკაციების ახალი სერიის ფარგლებში, რომლის მიზანიც სტრატეგიულ ბიზნეს-გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მაკროეკონომიკური ანალიზის ინტეგრირებაა, უზბეკურ სუმსა და მასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და რისკებზე ვისაუბრეთ. გამოვყავით ადგილობრივი ვალუტის განსაკუთრებით შედარებით გრძელვადიანი პროდუქტების მიმზიდველობა, თუნდაც აშშ დოლარში გაანგარიშებით. ამჯერად, გვსურს დავუბრუნდეთ აღნიშნულ პუბლიკაციაში გამოთქმულ მოსაზრებებს და შევაფასოთ, რამდენად მართებული გამოდგა პროგნოზები, რომელთაც ჩვენი დასკვნა ეყრდნობოდა. მკითხველს შევახსენებთ, რომ კვლევის ფარგლებში გაანალიზებული მაკროეკონომიკური ფაქტორები მოიცავდა საგარეო სექტორს, დაკრედიტებას, ოქროსა და სხვა სასაქონლო პროდუქტების საერთაშორისო ფასების დინამიკას, ინფლაციას, აშშ დოლარისა და სხვა ვალუტების გაცვლითი კურსებისა და საპროცენტო განაკვეთების ანალიტიკას. პუბლიკაციის თარიღთან შედარებით:
საილუსტრაციოდ, ოქტომბერში სუმის 1-წლიან კერძო საბანკო დეპოზიტში ინვესტირების შემთხვევაში, დღევანდელი მდგომარეობით, მოსალოდნელი სარგებელი აშშ დოლარში, დაახლოებით, 24.3% იქნებოდა. შესაბამისად, ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციას, რომ მოსალოდნელია უზბეკური სუმის საპროცენტო განაკვეთების შემდგომი კლება და სუმის გაცვლითი კურსის, სულ მცირე, ნაკლები გაუფასურება - გლობალურად სუსტი დოლარის შენარჩუნების შემთხვევაში, გამყარებაც კი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ, შესაძლებლობებისა და რისკების გათვალისწინებით, ადგილობრივი ვალუტის, განსაკუთრებით, გრძელვადიანი საინვესტიციო პროდუქტები მიმზიდველი რჩება. ამ მოსაზრებას, პროგნოზებთან ერთად, ამჯერად მოვლენების ფაქტობრივი განვითარებაც ამყარებს. იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)