12:16 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-17 21:15:45, 1039 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი ნიკა გვარამიას, რომელიც პატიმრობაშია, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იბარებს

თეა წულუკიანი კოალიცია ,,ცვლილებებისთვის“ ლიდერს, პატიმრობაში მყოფ, ნიკა გვარამია ე.წ საგამოძიებო კომისიაზე ისევ იბარებს.

ინფორმაციას პარტია „ახალი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ მათი პოზიცია უცვლელია და “არც ერთ ეტაპზე არ აპირებენ მიიღონ რეჟიმის თამაშის წესები და ითანამშრომლონ ე.წ. კომისიასთან“

ივანიშვილის რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა დღეს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების მოთხოვნით მეორედ მიმართა პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიას.

ჩვენი პოზიცია უცვლელია - არც ერთ ეტაპზე არ ვაპირებთ მივიღოთ რეჟიმის თამაშის წესები, მივანიჭოთ მცირედი ლეგიტიმაცია მაინც და ვითანამშრომლოთ ე.წ. კომისიასთან, რომელიც რეალურად ემსახურება ეროვნული ინტერესების ღალატსა და ისტორიის გადაწერას.

თანმიმდევრულობა, პრინციპულობა, შეურიგებლობა და ართანამშრომლობა, მათ შორის, არმონაწოლეობა არჩევნებად წოდებულ ფარსში, არის გზა გამარჯვებისკენ,- წერია გავრცელებულ პოსტში.

ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე პირველ ჯერზე არ მისვლის გამო, 13 ივნისს სასამართლომ ნიკა გვარამიას დაკავების გადაწყვეტილება გამოიტანა და კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს აღკვეთის ღონისძიება გირაო- პატიმრობით შეუცვალა.  

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულები არიან ასევე ნიკა მელია, ზურა ჯაფარიძე და ირაკლი ოქრუაშვილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics