|
2016-03-18 16:04:09, 1438 ნახვა
სხვადასხვა
კოკო შანელი, პატარა შავი კაბის შემქმნელი - ნაცისტების აგენტი იყო
საფრანგეთში მოძიებული დახურული არქივებიდან ცნობილი გახდა, რომ კოკო შანელი ნაცისტების აგენტი, ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს. საფრანგეთში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საარქივო ფაილები აღმოაჩინეს, რომლებშიც ნაცისტებისა და ფრანგების საიდუმლო ოპერაციების შესახებ არის ინფორმაცია. საბუთებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში, ვენსენის სასახლეში ინახებოდა, ინფორმაცია კიდევ რამდენიმე ათას აგენტზეა, რომელტა შორის ცნობილი დიზაინერი კოკო შანელიცაა. ფაილი, რომელიც შანელს ეხება 1944 წლის ნოემბრით არის დათარიღებული. "წყარომ, მადრიდიდან გვაცნობა, რომ მადამ შანელი 1942-1943 წლებში განს გიუნტერ დინკლაგეს საყვარელი და აგენტი იყო. 1935 წელს გიუნტერი გერმანიის საელჩოს ატაშე იყო. ის აგიტატორად მუშაობდა და ჩვენ ვთვლით, რომ ის გერმანიის აგენტი იყო", - ნათქვამია დოკუმენტში. არქივის ზედამხედველი ფედერიკ კეგინერის თქმით, ჩანაწერებში ნათქვამია, რომ კოკო შანელი აბვერის აგენტი იყო. ცნობისთვის აბვერი, 1919-1944 წლამდე ხელისუფლების სამხედრო დაზვერვისა და მესამე რეიხის კონტრდაზვერვის ორგანო იყო. კეგინერის თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ გერმანელებმა კოკო შანელი პოტენციურ ინფორმაციის მიმწოდებლად ჩაწერეს, რადგან ის გარკვეულ მასალებს აწვდიდა ნაცისტებს, თუმცა ამ ფაქტს არ აცნობიერებდა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)