|
2025-06-16 16:13:32, 807 ნახვა
მსოფლიო
კრემლი - პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანის წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ქმედება დაგმეს
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს ახლო აღმოსავლეთში გაუარესებული ვითარება განიხილეს, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვეს ირან-ისრაელის კონფლიქტის ესკალაციის გამო, მხარდაჭერა გამოხატეს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების მიმართ და დაგმეს ისრაელის სამხედრო ქმედება ირანის წინააღმდეგ. „ორივე მხარემ გამოთქვა უმძიმესი შეშფოთება ირან-ისრაელის კონფლიქტის მიმდინარე ესკალაციის გამო, რამაც უკვე გამოიწვია დიდი რაოდენობით მსხვერპლი და მთელი რეგიონისთვის სერიოზული გრძელვადიანი შედეგებით არის სავსე. ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაგმეს ისრაელის სამხედრო ქმედება ირანის წინააღმდეგ, რომელიც გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების დარღვევით ხორციელდება. ლიდერებმა მხარდაჭერა გამოხატეს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და სადავო საკითხების, მათ შორის ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების, მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით მოგვარების მიმართ“, - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში. კრემლის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები მჭიდრო თანამშრომლობას შეინარჩუნებენ.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)