|
2025-06-13 12:48:50, 788 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე - ნიკა გვარამიას ვუცხადებთ სრულ სოლიდარობას
ნიკა გვარამიას სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ და მას მხნეობას ვუსურვებთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ისინი არიან ნიკა გვარამიას გვერდით, ისევე როგორც ვართ ყველა „პოლიტიკურად დევნილი და შევიწროებული ადამიანის გვერდით“. „დღეს, ასევე ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი იმართება, მორიგი სამარცხვინო პროცესი ამ რეჟიმის მიერ ინიციირებული, რადგან ის არალეგიტიმურ პარლამენტში, ივანიშვილის მიერ შექმნილ ღალატის კომისიაში არ გამოცხადდა. მეც იქ უნდა ვყოფილიყავი, უბრალოდ სასამართლო პროცესი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისას დაემთხვა. ჩვენ ნიკა გვარამიას სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ და მას მხნეობას ვუსურვებთ. ჩვენ ვიცით, რომ ამ რეჟიმმა შეიძლება კიდევ ერთი კრიმინალური ნაბიჯი მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ გადადგას, ამიტომ ჩვენ ვართ ნიკა გვარამიას გვერდით, ისევე როგორც ვართ ყველა პოლიტიკურად დევნილი და შევიწროებული ადამიანის გვერდით“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ. ცნობისთვის, ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა. მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)