|
2016-03-18 12:10:42, 561 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში საცხოვრებელი სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ჩუღურეთის რაიონში, ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 80 მისამართზე მიმდინარეობს, აქედან ბრტყელი და ქანობიანი სახურავის შეკეთების მიზნით , 30 ობიექტზე სამუშაოები ტარდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დ.აბაშიძის ქ.N9-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და სამუშაოების მიმდინარეობით და მათი პრობლემებით დაინტერესდა. „საცხოვრებელი სახლის სახურავების გადახურვის პრობლემა ჩუღურეთის რაიონში დიდი ხანია დგას, რაც განპირობებულია, როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზებით. შენობების უმეტესობა არის ძველი, თუმცა სახურავები მრავალი წელია არ შეკეთებულა. სახურავის შეცვლა თანადაფინანსებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებშია შესაძლებელი, რის შედეგადაც გამგეობა გასაწევი სამუშაოს ღირებულების 80%-ს აფინანსებს. ცხადია, რომ მოქალაქეებს ამ პროგრამის მეშვეობით ნაკლები თანხის გადახდა უწევთ. აღნიშნული მისამართის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ წერილობით მოგვმართა. საკითხის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა რომ მდგომარეობა სავალალო იყო და სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების გადაწყვეტილება მივიღეთ.“ - განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ. დ.აბაშიძის ქ.N9-ში სახურავების შესაკეთებლად 28 160 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების ფარგლებში, გამოიცვალა სახურავის დამჭერი ხის მასალა და მოხდა თუნუქის სახურავით გადახურვა. აღნიშნულ მისამართებზე 17 ოჯახი ცხოვრობს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონის 30 საცხოვრებელი სახლის, ჯამში 9 ათას 50 კვადრატული მეტრის, სახურავების კაპიტალური რემონტისთვის უკვე გამოიყო 252 ათას 750 ლარი. ამ დროისთვის, ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში, სხვადასხვა თხოვნით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან 314 განცხადება არის შესული.
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)