|
2025-06-11 14:10:35, 832 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია - ჩვენი ხედვა და პოლიტიკა დონალდ ტრამპის პოლიტიკასთან თანხვედრაშია
ყველა დონეზე მზად ვართ, რომ ამერიკასთან ურთიერთობები არა მხოლოდ გადაიტვირთოს, არამედ ახალი ფურცლიდან თვისობრივად ახალი ურთიერთობები დაიწყოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. მისი თქმით, ახალი ელჩის დანიშვნა ახალი ნაბიჯია ქვეყნებს შორის ახალი ურთიერთობის დაწყების. „ჩვენ ქმედითი ნაბიჯები გადაგვიდგამს და გადავდგამთ. ჩვენი ხედვა და პოლიტიკა დონალდ ტრამპის პოლიტიკასთან თანხვედრაშია, ნახეთ, მისი მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართულებით რა ნაბიჯები გადაიდგა. რაც შეეხება თუ რა მოთხოვნა აქვს ჩვენს ქვეყანას, სტრატეგიული პარტნიორის განმარტებიდან უნდა გამოვიდეთ. როცა სტრატეგიული პარტნიორი ხარ, სულ მცირე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება უნდა იყოს, უვიზო მიმოსვლა, ფრენები უნდა იყოს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და თან ინსტიტუციურად, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა რეგიონში ეს ურთიერთობა სამაგალითო იყოს“, – განაცხადა კირცხალიამ.
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის - ისწავლე UWC პროგრამით სასურველ ქვეყანაში
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)