|
2025-06-11 13:34:18, 1208 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი აგრობიზნესისთვის - შალვა იოსელიანის მეფუტკრეობა სოფელ ბაშში
ფუტკრები დიდ როლს თამაშობენ ეკოსისტემაში. მათ გარეშე მცირდება ბიომრავალფეროვნება, ირღვევა საკვები ჯაჭვი და მცენარეთა სახეობები საფრთხის წინაშე დგებიან. თუმცა საბედნიეროდ ჯერ კიდევ შეგვიძლია ერთ-ერთი უძველესი პროდუქტის თაფლის მიღება. თავს უსაფრთხოდ გრძნობს შალვა იოსელიანის 800 -მდე ოჯახი სკა ფუტკარიც. პროფესიით ელექტრონიკის ინჟინერი, გამოთვლების ცენტრებს ამონტაჟებდა, თუმცა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ახალ საქმეს მოჰკიდა ხელი. „იმ პერიოდში ფუტკრის შხამის ბუმი იდგა. ის აქტიურად გამოიყენება როგორც ფარმაცევტულ მრეწველობაში, ასევე კოსმეტოლოგიაში და საქართველოდან ექსპორტზე გადიოდა. ჩვენ ფუტკრის შხამის გენერატორებს ვაწარმოებდით. თუმცა, მალე მოთხოვნა შემცირდა და ფუტკრის ოჯახების გამრავლება დავიწყეთ“- იხსენებს შალვა იოსელიანი. დღეს სამტრედიის სოფელ ბაშში მას მეურნეობა აქვს და წელიწადში 20 ტონამდე თაფლს აწარმოებს. ფუტკრები კი სამეგრელოში, გურიაში და იმერეთის სხვადასხვა სოფლებში ჰყავს განთავსებული. „ორი და სამი კილომეტრის დაშორების რადიუსში განთავსებულ საფუტკრეში გემოც კი განსხვავდება“-გვიხსნის შალვა. მზიანი, თბილი და მშრალი ამინდები – იდეალურია ფუტკრებისთვის. ასეთ პირობებში თაფლის რაოდენობა და ხარისხი იზრდება. ცუდ ამინდში მათ სკიდან გასვლა უჭირთ, ნექტარიც ნაკლებია ბუნებაში, რაც თაფლის წარმოებას ამცირებს, დიდი შანსია ფუტკრები დაიხოცნონ. როცა ისეთ საქმიანობას ეწევი, სადაც მხოლოდ დაუღალავი შრომა საკმარისი არაა და გარემო პირობებზეც ხარ დამოკიდებული, მნიშვნელოვანია სტაბილური პარტნიორის ყოლა. 10 წელზე მეტია შალვა იოსელიანი თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს. “თიბისის მხარდაჭერა საშუალებას მაძლევს მყავდეს ადამიანები დასაქმებული და ზაფხულის სამუშაოები გავწიო”- ამბობს მეფუტკრე. როგორც შალვა იოსელიანი გვიხსნის, საქართველოში სარეალიზაციოდ ყველაზე პოპულარული წაბლის და აკაციის თაფლია. “ადამიანი შედეგით არასდროს არაა კმაყოფილი და ბუნებრივია უნდა თაფლის მეტი რაოდენობა მიიღოს. 64 წლის ვარ, ვაპირებ ამ საქმეში კიდევ 6 წელი ვიყო”- ამბობს”- ამბობს მეფუტკრე.
აშშ-მ რუსულ ნავთობზე სანქციები აღადგინა შეღავათების ვადის გაგრძელების გარეშე
კალასი - ყველა ქვეყანამ უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლება, იცხოვრონ ისე, როგორც თავად აირჩევენ, შიშისა და დევნის გარეშე
პატრიარქი შიო III ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სამების ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)