|
2025-06-11 10:30:23, 680 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - უნგრეთი უმასპინძლებს საქართველოს მთავრობის ყველა წევრს
უნგრეთი უმასპინძლებს საქართველოს მთავრობის ყველა წევრს, ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კავშირების გასამყარებლად და საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ ყველა მიმართულებით გვქონდეს დიალოგი ჩვენს პარტნიორთან,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი სამიტის პირველი შეხვედრა საქართველოში გაიმართა. „უნგრეთში გაიმართება საქართველოსა და უნგრეთის მორიგი სამთავრობო სამიტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, პირველ რიგში ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კავშირების გასამყარებლად და რა თქმა უნდა, საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ ყველა სექტორში, ყველა მიმართულებით გვქონდეს დიალოგი ჩვენს პარტნიორთან და ამ დიალოგის ფარგლებში გავაძლიეროთ თანამშრომლობა და გავაკეთოთ ორივე ქვეყნისთვის ბევრი საინტერესო პროექტი, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)