|
2025-06-10 15:38:52, 1107 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „NEW GROUP“ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
საქართველოს ბანკი დეველოპერული ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „NEW GROUP“ - ის პარტნიორობით, თბილისში, კიდევ ერთი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი სახლის სამშენებლო პროექტი, უნივერსიტეტის ქუჩაზე ხორციელდება. პროექტის ჯამური ღირებულება 52 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 43 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული სამშენებლო პროექტი უნივერსიტეტის ქუჩაზე, 4,800 კვ.მ-ზე ხორციელდება, ხოლო სამშენებლო ფართობი შეადგენს 45,000 კვ.მ-ს. ის 169 ბინას აერთიანებს. საცხოვრებელ კომპლექსში გათვალისწინებულია 8,000 კვ.მ-ზე საოფისე, ხოლო 800 კვ.მ-ზე კომერციული ფართების, ასევე, გამწვანებული და კეთილმოწყობილი გარე მოსასვენებელი, საბავშვო სივრცეებისა და ორსართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა. მშენებლობა 2026 წლის მარტში დასრულდება. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის SOLO მომხმარებლებისთვის 10%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. „დეველოპერული კომპანია „NEW GROUP“ ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და ამ წლების განმავლობაში არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. ჩვენი მიზანია, მომხმარებლების ინტერესები გავითვალისწინოთ და მათ სრული კომფორტი შევთავაზოთ. კომპანია იღებს პასუხისმგებლობას შექმნას ჯანსაღი და ეკომეგობრული გარემო, რაც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს. საუკეთესო გეგმარებისა და მაღალი ხარისხის მშენებლობასთან ერთად, „NEW GROUP“-ის ყველა პროექტი ეკომეგობრული კონცეფციითა და საერთაშორისო სტანდარტის სახანძრო უსაფრთხოებით გამოირჩევა, ის ენერგოეფექტურ ბინებს აერთიანებს, რაც კომუნალური გადასახადების დაზოგვის საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი პროექტი სრულად იქნება მორგებული შშმ პირების საჭიროებებზე. კომპანიას ბაზარზე არსებულ სხვა კომპანიებისგან ხარისხი, მოქნილი პირობები და კონკურენტული ფასები გამოარჩევს. მომხმარებლებს მათზე მორგებულ, მოქნილ გადახდის გრაფიკსა და შიდა უპროცენტო განვადებას ვთავაზობთ. გარდა ამისა, პირველადი შენატანიც საკმაოდ მინიმალურია. ჩვენ წლებია საქართველოს ბანკთან ვთანამშრომლობთ, რაც შესაძლებლობას გვაძლევს დაინტერესებულ პირებს განსაკუთრებულ პირობები შევთავაზოთ“ - განაცხადა „New Group” - ის წარმომადგენელმა ლაშა ბაგრატიონმა. „საქართველოს ბანკის მთავარ პრიორიტეტს ბიზნესი მხარდაჭერა და მისთვის საიმედო პარტნიორობის გაწევა წარმოადგენს. მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერები ვართ და აღნიშნულ სექტორს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ჩვენს პორტფელში. სწორედ ამიტომ, ჩვენი ჩართულობით, ამ მიმართულებით, არაერთი პროექტი განხორციელდა. გვიხარია, რომ ბანკისა და „NEW GROUP” - ის თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისს კიდევ ერთი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი პროექტი შეემატება. კომპანიას ამ დრომდე არაერთი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული და მოხარულები ვართ, რომ ჩვენის მხრივ წვლილი შეგვაქვს მათ გაძლიერებაში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას და ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად საინტერესო პროექტების განხორციელებას“. - განაცხადა გიორგი სახვაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
აშშ-მ რუსულ ნავთობზე სანქციები აღადგინა შეღავათების ვადის გაგრძელების გარეშე
კალასი - ყველა ქვეყანამ უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლება, იცხოვრონ ისე, როგორც თავად აირჩევენ, შიშისა და დევნის გარეშე
პატრიარქი შიო III ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სამების ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)