|
2025-06-07 13:19:08, 879 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორის განცხადება სულელურია
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებას აფასებს, რომელიც აცხადებს, რომ სანქცირებული პირები ევროკავშირში რეკავენ შეკითხვებით, თუ როგორ შეუძლიათ სანქცირებულთა სიიდან გასვლა. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ევროპარლამენტარის განცხადება „სულელურია“, ვინაიდან, ასეთი გულუბრყვილო ადამიანი ე.წ. სანქცირებულთა შორის, რომელიც ნაჩო სანჩეს ამორს ან სხვა ევროპარლამენტარს დაურეკავს ამ საკითხის მოგვარების თხოვნით, არ არსებობს. "გულუბრყვილოა ეს განცხადება, თავად სანჩესსაც კარგად ვიცნობ და თავადაც ასეთი გულუბრყვილო, მსუბუქი ზედაპირული ადამიანია. ვერ ვიტყოდი, რომ იგი სერიოზული პიროვნებაა, ვინც პოლიტიკაზე გავლენას ახდენს. არის ჩვეულებრივი, კონიუნქტურული მოთხოვნების ადამიანი, სოციალ-დემოკრატი, რომელსაც თავისი მოსაზრებები მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნია, როდესაც სახალხო პარტიასა და სოციალისტებს შორის თანამდებობების გადანაწილებაზეა ლაპარაკი. ყოველ შემთხვევაში, მე მას ასეთად ვიცნობდი და რასაკვირველია, მისი განცხადება ამ შემთხვევაში, უფრო სულელურია, სხვა შეფასებას ვერ მივცემ, ვინაიდან, არ არსებობს ასეთი გულუბრყვილო ადამიანი ე.წ. სანქცირებულთა შორის, რომელიც ამორს ან საერთოდ, ევროპარლამენტარებს ამ პრობლემის მოგვარებისთვის მიმართავს", - განაცხადა ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)