|
2025-06-07 12:02:08, 809 ნახვა
მსოფლიო
ვიაჩესლავ ვოლოდინი - გერმანია სულ უფრო მეტად ერთვება რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში
გერმანიის მთავრობა სულ უფრო მეტად ერთვება რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში და უკრაინაში რაკეტების წარმოების გაჩაღებას გეგმავს, - ამის შესახებ სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. „ვიცით, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინაში რაკეტების წარმოების გაჩაღებას გეგმავს. ამით გერმანია სულ უფრო მეტად ერთვება რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში. თქვენ თვითონ გესმით, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს“, - აღნიშნა ვოლოდინმა, რომელმაც ბუნდესტაგის პრეზიდენტს, იულია კლოკნერსა და გერმანიის პარლამენტის პოლიტიკური ფრაქციების ლიდერებს მიმართა. მისი მტკიცებით, თანამედროვე ისტორიაში რუსეთმა ყველაფერი გააკეთა ეფექტური ურთიერთქმედებისა და ეკონომიკური კავშირების დასამყარებლად, რამაც გერმანიას განვითარების საშუალება მისცა, თუმცა, ვოლოდინის თქმით, გერმანიის ამჟამინდელი მმართველი ელიტა ორ ქვეყანას შორის შეტაკებას პროვოცირებს. „საკითხავია, უნდა თუ არა ეს გერმანელ ხალხს. ჩვენ არ გვინდა. მაგრამ თუ ეს მოხდება, მზად ვართ“, - აღნიშნა ვოლოდინმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)