|
2025-06-06 10:43:23, 740 ნახვა
მსოფლიო
ილონ მასკი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის იდეას ეთანხმება
„მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ყოფილი ხელმძღვანელი, კომპანია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი მილიარდერი ილონ მასკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის იდეას ეთანხმება. კერძოდ, მასკი გამოეხმაურა პლატფორმის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, რომელიც „ტრამპის იმპიჩმენტის და მისი ჯეი დი ვენსით ჩანაცვლების“ იდეით გამოვიდა. „დიახ“, - დაწერა ილონ მასკმა პოსტის საპასუხოდ. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი და ილონ მასკი რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ერთმანეთს აკრიტიკებენ. მასკმა გუშინ დაწერა, რომ მის გარეშე „ტრამპი არჩევნებს წააგებდა”. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ილონ მასკი ჭკუიდან შეიშალა და მას კონტრაქტების გაუქმებით დაემუქრა. „ჩვენს ბიუჯეტში ფულის, მილიარდობით და მილიარდობით დოლარის, შენახვის უმარტივესი გზა ილონის სამთავრობო სუბსიდიებისა და კონტრაქტების გაუქმებაა. ყოველთვის მიკვირდა, ბაიდენმა რომ არ ქნა ეს!“, - განაცხადა ტრამპმა. მოგვიანებით მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ეპშტეინის ფაილებშია“ და ეს არის „რეალური მიზეზი“, რის გამოც ეს ჩანაწერები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)