20:24 - 18 Aug, 2026
|
2025-06-05 10:36:28, 843 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს ღაზაში ცეცხლის „უპირობო და მუდმივი“ შეწყვეტის შესახებ ვეტო დაადო
აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს ღაზაში ცეცხლის „უპირობო და მუდმივი“ შეწყვეტის შესახებ ვეტო დაადო, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი ღაზაში ცეცხლის „დაუყოვნებლივი, უპირობო და მუდმივი შეწყვეტის“ გარდა, „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებასა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას მოითხოვდა. „ჩვენ არ დავუჭერთ მხარს არცერთ ზომას, რომელიც „ჰამასს“ არ გმობს და მას იარაღის დაყრისკენ და ღაზის სექტორის დატოვებისკენ არ მოუწოდებს“, - განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, დოროთი შიმ. გაერო-ს უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 14-მა წევრმა რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)