|
2025-06-04 10:10:43, 1070 ნახვა
მსოფლიო
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა
მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი მზადაა, - ამის შესახებ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. „შაბათ-კვირას ვესაუბრე სენატორ ლინდსი გრეჰემს და მჯერა, რომ სანქციები მზადაა. მათ „რუსეთის წინააღმდეგ 2025 წლის სანქციების აქტი“ ჰქვია და მჯერა, რომ გრეჰემმა ის უკვე მოამზადა. სანქციები საკმაოდ მძიმეა“, - აღნიშნა კელოგმა. მისი თქმით, სანქციებით გათვალისწინებული შეზღუდვები, პირველ რიგში, რუსული ნავთობის ექსპორტს ეხება. ცნობისთვის, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე მუშაობა, შესაძლოა, მიმდინარე თვეში დაიწყოს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის ავტორები სენატორი ლინდსი გრემი (რესპუბლიკური პარტია) და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი (დემოკრატიული პარტია) არიან. კანონპროექტს 100-დან 82 სენატორი უჭერს მხარს. კანონპროექტი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)