|
2025-06-03 18:11:52, 1020 ნახვა
მსოფლიო
კაროლ ნავროცკი ზელენსკის - პოლონეთი უკრაინის უძლიერესი მხარდამჭერი იყო რუსული აგრესიის წინააღმდეგ
პოლონეთი უკრაინის უძლიერესი მხარდამჭერი იყო რუსული აგრესიის წინააღმდეგ, არც ერთ სხვა ერს არ ესმის ეს საფრთხე ისე, როგორც ჩვენ , - ასე ეხმაურება პოლონეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მილოცვას პლატფორმა X-ზე. მისი თქმით, მოუთმენლად ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაგრძელებას. “ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, მადლობა თქვენი მესიჯისთვის. მოუთმენლად ველი ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაგრძელებას, რომელიც ორმხრივ პატივისცემასა და გაგებაზეა დაფუძნებული. მჯერა, რომ ეს მოითხოვს არა მხოლოდ კარგ დიალოგს, არამედ დაგვიანებული ისტორიული პრობლემების მოგვარებას. პოლონეთი უკრაინის უძლიერესი მხარდამჭერი იყო რუსული აგრესიის წინააღმდეგ, არც ერთ სხვა ერს არ ესმის ეს საფრთხე ისე, როგორც ჩვენ, და იმედი მაქვს ერთად მუშაობას გავაგრძელებთ საერთო სიკეთისთვის, მოუგვარებელი წარსულის მოგვარებისთვის და უსაფრთხო მომავლის ერთად აშენებისთვის”, - წერს ნავროცკი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)