|
2025-06-03 15:44:27, 688 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა რუსული ძალადობრივი რეჟიმის ლეგიტიმაციაა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის რუსული ძალადობრივი რეჟიმის ლეგიტიმაცია - მე გამოხატავ იმედს, რომ ჩვენი პარტნიორები „ლელოდან“ დაბრუნდებიან იმ პრინციპულ პოზიციაზე, რომელსაც სულ რამდენიმე ხნის წინ თავად მოაწერეს ხელი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა ამორალურია და მათ შორის, ეს ბრძოლის შეწყვეტას ნიშნავს. „დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის რუსული ძალადობრივი რეჟიმის ლეგიტიმაცია. ეს არის წინა, 26 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის და მიტაცებული არჩევნების პრაქტიკულად, დანებება და აღიარება. ეს არის ბრძოლის შეწყვეტა. აღარაფერს ვამბობ, რომ ეს არის, ჩემი აზრით, ამორალური სინდისის პატიმრების და პოლიტიკური პარტნიორების [ციხეში] ყოფნის ფონზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ბრძოლის სტრატეგია უნდა იყოს რეჟიმის არაღიარება, ართანამშრომლობა და ყველაფერი, რაც არღვევს ამ პირობებს, არის სრულიად მიუღებელი. „წინააღმდეგობის პლატფორმამ“ 26 მაისს გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების პირობებში და ბიძინა ივანიშვილის კონტროლს მიღმა. ეს რეჟიმი არჩევნებს არ ჩაატარებს. ამ გადაწყვეტილების და განცხადების ნაწილი იყო „ლელო“, ჩემი მეგობრები და პარტნიორები „ლელოდან“, მათ გაიზიარეს ეს მოთხოვნა, ისინი იყვნენ ამ პოზიციაზე, შესაბამისად, დღეს ამ ერთიანი საერთო ოპოზიციური პოზიციის შეცვლა, დარღვევა და დისონანსის შემოტანა, ჩემთვის იწვევს დიდ გაკვირვებას, გულის დაწყვეტას. მე გამოვხატავ იმედს, რომ ჩვენი პარტნიორები დაბრუნდებიან იმ პრინციპულ პოზიციაზე, რომელსაც სულ რამდენიმე ხნის წინ თავად მოაწერეს ხელი,“ - განაცხადა ხოშტარიამ.
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)