|
2025-06-03 15:12:25, 845 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - უახლოეს მომავალში პუტინის, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა ნაკლებად სავარაუდოა
უახლოეს მომავალში პუტინის, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა ნაკლებად სავარაუდოა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. “პრეზიდენტი პუტინი კონტაქტების იდეას მხარს უჭერს, მაგრამ მიაჩნია, რომ ისინი კარგად უნდა იყოს მომზადებული. პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მსგავსი კონტაქტები ტექნიკურ და ექსპერტების დონეზე შემუშავებული შეთანხმებების შედეგი უნდა იყოს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. ამასთან, პესკოვის თქმით, კრემლი სტამბოლში რუსული მხარის მიერ უკრაინის დელეგაციისთვის გადაცემულ მემორანდუმზე რეაქციას ელოდება. „მუშაობა გაგრძელდება. გადაცემულ მემორანდუმზე რეაქციას ველოდებით. კონფლიქტის მოგვარების საკითხი უკიდურესად რთულია, ის ბევრი ნიუანსისგან შედგება. მემორანდუმი ამ კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას ისახავს მიზნად“, - აღნიშნა პესკოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)