|
2025-06-02 15:49:03, 898 ნახვა
მსოფლიო
მარკ რუტე - ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებას ალიანსის წევრი ყველა სახელმწიფო დაეთანხმა
ნატო-ს გენერალურმა მდივანი ამბობს, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებას ალიანსის წევრი ყველა სახელმწიფო დაეთანხმა. მარკ რუტემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი არ შეიძლება, იყოს კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი. „რაც შეეხება უკრაინას, ვაშინგტონში 32-ვე მოკავშირის მხრიდან იყო მკაფიო ვალდებულება – ეს არის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შეუქცევადი გზა. კონკრეტული თარიღის გარეშე, არა სამშვიდობო შეთანხმების ნაწილად, არამედ 32-ვე მოკავშირის მხრიდან გრძელვადიანი ვალდებულების სახით და ჩვენ უკვე ვაშენებთ ამ ხიდს“, – თქვა რუტემ. ABC News-თან ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ რუსეთის შეშფოთება ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და მზადაა, განიხილოს. „ისინი მხოლოდ უკრაინაზე არ საუბრობენ. ისინი საქართველოზე საუბრობენ, ისინი მოლდოვაზეც საუბრობენ. ჩვენ ეს გვესმის და ვეუბნებით მათ, რომ შეგვიძლია განვიხილოთ ნატოს გაფართოების შეჩერება თქვენს საზღვრებამდე. ეს მათი უსაფრთხოების ინტერესია“, – თქვა კელოგმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)