|
2025-06-02 11:46:19, 778 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთი აშშ-ის სავაჭრო შეთანხმების „სერიოზულ დარღვევაში“ ადანაშაულებს
ჩინეთი აცხადებს, რომ აშშ-მა სერიოზულად დაარღვია სავაჭრო ზავი და რომ ქვეყანა, საკუთარი ინტერესების დასაცავად, მკაცრ ზომებს მიიღებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა სერიოზულად შეარყია გასულ თვეში ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმება, როდესაც ორივემ ქვეყანა შეამცირა ტარიფები ერთმანეთისგან იმპორტირებულ საქონელზე. უწყების პრესსპიკერის თქმით, აშშ-ის ქმედებებმა ასევე მკაცრად დაარღვია კონსენსუსი, რომელიც იანვარში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის დროს მიაღწიეს. პეკინის მტკიცებით, სავაჭრო შეთანხმების დარღვევა მოიცავს ჩინური კომპანიებისთვის კომპიუტერული ჩიპების დიზაინის პროგრამული უზრუნველყოფის მიყიდვის შეჩერებას, ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, Huawei-ს მიერ წარმოებული ჩიპების გამოყენებასთან დაკავშირებით გაფრთხილებას და ჩინელი სტუდენტებისთვის ვიზების გაუქმებას. შეგახსენებთ, მაისში ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე მიღწეული სავაჭრო ზავის თანახმად, აშშ-მა ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ტარიფები 145%-დან 30%-მდე შეამცირა. ჩინეთმა კი აშშ-ის საქონელზე დაწესებული საპასუხო ტარიფები 125%-დან 10%-მდე შემცირდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)