|
2025-06-02 09:54:56, 806 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის უწყება - ცხრა რეგიონში 162 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ცხრა რეგიონში 162 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 57 დრონი კურსკის ოლქში მოიგერიეს. ამასთან, 31 დრონი ბელგოროდის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 27 - ლიპეცკის ოლქში, 16 - ვორონეჟის ოლქში, 11-11 უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკისა და რიაზანის ოლქებში, 6 - ორიოლში, ერთი ტამბოვში და ორი - დროებით ოკუპირებულ ყირიმში. კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ხინშტეინმა განაცხადა, რომ ოლქში, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, რამდენიმე კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, ასევე საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა. ვორონეჟის ოლქში, დრონი ელექტროგადამცემ ხაზს დაეცა, რის შედეგადაც სადენები გაწყდა. მისივე განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)