|
2025-05-31 12:25:56, 1044 ნახვა
პოლიტიკა
გომელაურს სამშობლოსა და ერის წინაშე დამსახურებისთვის ვახტანგ გორგასლის ორდენი გადაეცა
ვახტანგ გომელაურს სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა - ორდენი აშშ-ს მიერ სანქცირებულ ივანიშვილის ყოფილ მინისტრს მიხეილ ყაველაშვილმა გადასცა. "სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი გადაეცემა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ვახტანგ გომელაურს" - აცხადებს შსს პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. გომელაური 28 მაისს გადადგა. მიზეზად მან ქვეყანაში არსებული მშვიდი ვითარება და ოჯახისთვის მეტი დროის დათმობის სურვილი დაასახელა. "დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს - მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო" - დაწერა გომელაურმა. გასული წლის დეკემბერში აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურს მაგნიტსკის აქტის ფარგლებში ფინანსური სანქციები დაუწესა. გომელაური დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმაც. მეორე დღესვე, სანქცირებული მინისტრი ირაკლი კობახიძემ ვიცეპრემიერად დანიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)