|
2025-05-30 14:53:03, 868 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესშეთავაზებები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში ვაჭრობის სექტორისთვის
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა, პარტნიორ კომაპანიებთან თანამშრომლობით, ვაჭრობის სექტორში მომუშავე ბიზნესმომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზებები მოამზადა. შეთავაზებები, რომლებიც საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, მოიცავს ფასდაკლებებსა და უფასო სერვისებს ფინანსურ, ტექნოლოგიურ თუ სხვა მიმართულებებზე. მათ შორისაა:
Nexia Georgia-ს მცირე ბიზნესისთვის შექმნილი პროექტი - Nexia 4SME საქართველოს ბანკის სასტარტო ნაკრების მომხმარებლებს 3 თვის განმავლობაში სრულიად უფასო ბუღალტრულ და საგადასახადო სერვისს სთავაზობს. Nexia Georgia საერთაშორისო საბუღალტრო და საკონსულტაციო გლობალური ქსელის, Nexia-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. იგი 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და 700-ზე მეტ მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესს უწევს მომსახურებას აუდიტის, ფინანსების, საბუღალტრო, საგადასახადო და იურიდიული მიმართულებებით.
FollowUP CRM ერთიანი, მულტიფუნქციური პლატფორმაა ქართული ბიზნესისთვის, რომელიც აერთიანებს CRM-ს, ყველა საკომუნიკაციო არხს, ქართულენოვან AI თანამშრომელს, მარკეტინგის, გაყიდვებისა და პროცესების ავტომატიზაციას, ჯავშნებს, ანალიტიკას და სხვა მრავალ ინსტრუმენტს. ბიზნესშეთავაზება მოიცავს: 50%-იან ფასდაკლებას დანერგვის ღირებულებაზე; პირველი 3 თვე 40%-იან ფასდაკლებას ყოველთვიურ სააბონენტოზე; 10 ავტომატიზაციას უფასოდ; პერსონალური ციფრული ბიზნეს კონსულტანტისა და პერსონალური ტექნიკური კონსულტანტის მომსახურებას, ასევე გლობალურ განახლებებს უფასოდ.
სოლუშენერის ბიზნესკონსულტანტების გუნდი მცირე და საშუალო ბიზნესებს ხელშესახები კომერციული უპირატესობის მოპოვებასა და გაყიდვების ზრდაში უწყობს ხელს. საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს სოლუშენერი ბიზნესანალიტიკასა და ბაზრის მიმოხილვას უფასოდ, ხოლო ყველა დანარჩენ სერვისზე 35%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ესენია: გაყიდვების, მარკეტინგის და PR-ის ერთიანი სტრატეგიის შექმნა; ბიზნემოდელის შერჩევა ან განახლება; პროდუქტების და ფასების ფორმირებაან განახლება; კომერციული გუნდის დაკომპლექტება; კომპეტენციების განახლება და ტრენინგები.
შვეიცარიული ორგანიზაცია BPN Georgia საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს სთავაზობს ინდივიდუალურ ქოუჩინგს და საქმიანობის გაანალიზებას. შეთავაზების ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ დაესწროთ ვორკშოპს, სადაც:
BPN Georgia საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 25 წელია, მსოფლიოს 5 ქვეყანაში ბიზნესის მხარდამჭერ გრძელვადიან პროგრამას წარმატებით ახორციელებს.
MOORE abc აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელის − Moore Global Network Limited-ის − დამოუკიდებელი წევრ-კომპანიაა. ქსელი მოიცავს 600-ზე მეტ ოფისს 113 ქვეყანაში, სადაც გაერთიანებულია 30 000-ზე მეტი თანამშრომელი. შეთავაზება მოიცავს ფასდაკლებას შემდეგ სერვისებზე:
აღმოაჩინეთ სხვა შეთავაზებები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)