|
2025-05-30 14:13:55, 641 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - როცა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გიბარებენ და არ მიდიხარ, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, რაც კანონით არის გათვალისწინებული
როდესაც გიბარებენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში და არ მიდიხარ, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, რაც კანონით არის გათვალისწინებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერ ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა. ამასთან, კალაძე გუშინ ნიკა მელიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განმარტება, თუ რა იყო ნიკა მელიას დაკავების მიზეზი. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ როდესაც გიბარებენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში და არ მიდიხარ, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, რაც კანონით არის გათვალისწინებული. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და შესაბამისად სახელმწიფო ყოველთვის გააკეთებს რეაგირებას კანონდარღვევაზე. როგორც გითხარით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა დაკავების მიზეზი, ეს იყო დაუმორჩილებლობა და კანონის დარღვევა“, - განაცხადა მან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)