|
2025-05-30 13:57:13, 656 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - საინტერესოა ნებისმიერი ფორმატის განხილვები, მათ შორის სენატორ სტივ დეინსთან
რასაკვირველია, საინტერესოა ნებისმიერი ფორმატის განხილვები, მათ შორის სენატორ სტივ დეინსთან, მაგრამ არსებობს გარკვეული საკითხების უშველებელი სპექტრი, რომელიც, იმედია, უფრო ფართო ფორმატში იქნება განხილული და რაც შეიძლება მალე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, ფაქტია, ნორმალური ურთიერთობები, ყველა სერიოზული საკითხის განხილვა, რომელიც ეხება საქართველოს, მის მომავალს, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, უნდა აწყობდეს აშშ-საც და ბევრ სხვა ქვეყანას, ვინაიდან საქართველოს საგანგებო გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ამ პოლიტიკურ რუკაზე მსოფლიოში. „მიმდინარე პროცესებშიც საქართველოს როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა მცირე რესურსების მქონე ქვეყანაა და გავლენას ვერ მოახდენს მსოფლიო პროცესებზე, მაგრამ მაინც საქართველო არის ის ქვეყანა, რომლის სტაბილურობაში დაინტერესებული უნდა იყოს, პირველ რიგში, აშშ, ევროკავშირი და დაინტერესებული უნდა იყოს ასევე აზიაც, რომელიც ლამობს საკმაოდ ინტენსიური ბიზნეს და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას დასავლეთთან. ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, საინტერესოა ნებისმიერი ფორმატის განხილვები, მათ შორის სენატორთან, მაგრამ არსებობს გარკვეული საკითხების უშველებელი სპექტრი, რომელიც, იმედია, უფრო ფართო ფორმატში იქნება განხილული და რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)