|
2025-05-29 14:59:14, 636 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ნიკა მელია იქცევა როგორც უცხოელებისგან გათამამებული ბავშვი
ნიკა მელია იქცევა როგორც უცხოელებისგან გათამამებული ბავშვი - მინდა უცხოელ ელჩებსა და პოლიტიკოსებს მივმართო: ან მელიას უთხრან, რომ გიარაო გადაიხადოს ან შემდეგ წუწუნს თავი დაანებონ, თუ გირაოს გადაუხდელობის გამო სასამართლო მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებას მიიღებს! - ეს განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. პაპუაშვილის შეფასებით, სიტუაცია იმის იდენტურია, რაც ოთხი წლის წინ - 2021 წელს იყო. მისი თქმით, „მაშინ ზოგიერთმა ელჩმა ქვეყანა ყალბი და ცრუ საბაბით აჯანჯღარა“. „წინა ჯერზე მელიამ თქვა: - არც გირაოს გადავიხდი და ვერც დამიჭერთო. მის ამ ქცევას რამდენიმე უცხოელი უჭერდა მხარს. მათ შორის ლიეტუვის ელჩი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამაგრებულ ალამუტში პირადად მივიდა, რათა ეთქვა, რომ მაგრად დამდგარიყო, სახელმწიფო არ ეღიარებინა და გვერდში დაუდგებოდა. შემდეგ დავინახეთ როგორ გამოადგა ლიეტუვის ელჩი - ის საპატიმრო დაწესებულებაში მიაბრძანეს, თუმცა ასევე ვნახეთ, რომ ამის გამო სამი წელი ლიეტუვის და სხვა ქვეყნის ხელისუფლებები საქართველოს რეპუტაციას ულახავდნენ და აბრალებდნენ, რომ თითქოს მაშინ ნიკა მელიას დაკავება პოლიტიკური დევნა იყო. სამი წლის თავზე ლიეტუვის და სხვა ხელისუფლებებს სტრასბურგის სასამართლომ ფურცელი ააფარა და უთხრა, რომ ისინი სახელმწიფოს, ერს და ხალხს ცილს სწამებდნენ. ამის მიუხედავად, ფურცელს დახედეს და გაიარეს - არც ერთმა ხელისუფლებამ, ვინც მაშინ ცილს გვწამებდა, ბოდიშიც არ მოიხადა. მაშინ იყვნენ ევროკავშირის, ბრიტანეთის ელჩები და სხვები. იგივე სიტუაცია იყო ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევაში - ისევ ბრიტანეთის, ნორვეგიის და ბალტიისპირეთის ელჩები გამოდიან. ზუსტად იგივე ტყუილი თქვეს. ადამიანებს არც კი რცხვენიათ, როცა ტყუილებს ამბობენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში კვლავ გაითიშა ელექტროენერგია, წყლისა და გაზის მიწოდება შეწყდა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)