|
2025-05-29 14:06:59, 1085 ნახვა
საზოგადოება
თბილისში კურიერების აქცია მიმდინარეობს
სხვადასხვა საკურიერო კომპანიაში დასაქმებულმა კურიერების ნაწილმა საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ადმინისტრაციაში დოკუმენტი შეიტანეს, სადაც მათი მოთხოვნებია გაჟღერებული. ისინი საკურიერო კომპანიებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგულაციების დაწესებას და სატარიფო პოლიტიკის და სერვისში არსებული უთანასწორო მიდგომების გადახედვას მოითხოვენ. კურიერები უწყებებში შეტანილ წერილში ეჭვს გამოთქვამენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა საკურიერო კომპანიაში არიან დასაქმებულები, შესაძლოა საქართველოში მუშაობის ნებართვა არ აქვთ. „ბოლო ერთი წლის წლის განმავლობაში შესამჩნევია, რომ ორმა კომპანიამ ე.წ. “პარტნიორის ხელშეკრულება” გააფორმეს და კურიერად მუშაობა დააწყებინეს უცხოეთის მოქალაქეებს ისე, რომ შესაძლოა, არ ჰქონდეთ “უცხოელთა მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის “დ.ა.” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოში ლეგალურად მუშაობისთვის აუცილებელი საიმიგრაციო D1 კატეგორიის ვიზა. ასევე, სავარაუდოა, რომ “შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონის მე-13 მუხლით დადგენილი ვალდებულების საწინააღმდეგოდ შპს “გლოვოაფფ ჯორჯიას” და “ვოლტ ჯორჯიას” შრომითი იმიგრანტების რეგისტრაციის მიზნით არ მიუმართავთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის. ისიც შესაძლებელია, რომ თავად კურიერებსაც არ ჰქონდეთ საქართველოში ლეგალურად ყოფნისა და მუშაობის უფლება, თუმცა არიან და მუშაობენ. 2025 წლის 22 მაისს საჩივრებით მივმართეთ სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურსა და შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს, რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ პრობლემაზე და დაიწყონ ინსპექტირება/გამოძიება“,- აღნიშნულია წერილში. მანამდე კურიერებმა თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციისკენ საპროტესტო მსვლელობა გამართეს. კურიერების განმარტებით, ისინი ყოველ ხუთშაბათს გაფიცვას გეგმავენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ ყოველ ხუთშაბათს “ვოლტი” და “გლოვოს” კურიერები არ გამოიძახონ. ამასთან, როგორც ცნობილია, მთავრობის ადმინისტრაციაში და საქართველოს პარლამენტში დოკუმენტის ჩაბარების შემდეგ, ისინი თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას გააგრძელებენ.
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)