|
2016-03-17 13:08:52, 1197 ნახვა
მსოფლიო
"ისლამურმა სახელმწიფომ" კონტროლირებადი ტერიტორიების 22% დაკარგა
ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" ერაყისა და სირიის კონტროლირებადი ტერიტორიის 22% დაკარგა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ბრიტანულ კვლევით ცენტრ "IHS Jane's"-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ინსტიტუტის ცნობით, ბოლო 14 თვის განმავლობაში დაჯგუფებამ ტერიტორიის 22%-ზე კონტროლი დაკარგა. აღსანიშნავია, რომ მათ ფინანსური პრობლემებიც დაეწყოთ და შემოსავლების 40%-იც დაკარგეს, რომლის უმეტესი ნაწილი კონტრაბანდულ ნავთობობიექტებს შეადგენს. ექსპერტები "IHS Jane's"-დან მიიჩნევენ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მარცხი შეამცირებს დაჯგუფების შესაძლებლობას ახალი წევრების გადაბირებისთვის. ასე მაგალითად, ბრიტანული საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრიტანეთიდან ჯიჰადისტების ჩასვლა სირიაში საგრძნობლად შემცირდა. ბრიტანული საგამოძიებო სამსახურის თქმით, სირიაში სულ 800 მოქალაქეა ჩასული, მათ შორის 100 უკვე გარდაცვლილია, ხოლო 350 მოქალაქე დაბრუნდა დიდი ბრიტანეთში. შეგახსენებთ, თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელმა სპეცრაზმელებმა "ისლამური სახელმწიფოს" ქიმიური დანადგარებისა და იარაღების პეციალისტი, დაუდ აფარი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)