|
2025-05-28 19:04:59, 588 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი თვით გაუგრძელა
პარლამენტმა „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას“ უფლებამოსილების ვადა ერთი თვით, მიმდინარე წლის 5 ივლისამდე გაუგრძელა. საკითხს პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი, რასაც 86-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა. დადგენილების მიღებამდე, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა, პლენარულ სხდომაზე კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც 2025 წლის 13 თებერვლიდან 2025 წლის 23 მაისამდე პერიოდს მოიცავს. თეა წულუკიანის განცხადებით, დღეისთვის საგამოძიებო კომისიამ 30-ზე მეტი საჯარო სხდომა გამართა და 100-ზე მეტი პირი გამოკითხა. მისივე თქმით, კომისიაში შესული 600-მდე განცხადებიდან 500-ზე მეტი დამუშავებულია და მათი ნახევარზე მეტი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ან და ამ გზით ჩამორთმეულ საკუთრებასა და ბიზნესს ეხება. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კომისიისთვის უფლებამოსილების ვადის ერთი თვით გახანგრძლივება, პირველ რიგში, 2013-2025 წლების პერიოდის კვლევისთვისაა საჭირო. „ჩვენ მიერ განსახილველი ექვსი თემა ძალიან მასშტაბურია. მათგან მეექვსე საკითხი 2013 – 2025 წლების პერიოდს ეხება. ჩვენ გვევალება შევისწავლოთ ის დამაზიანებელი მოქმედებები, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები ან კიდევ ის პირები, რომლებიც დღეს პოლიტიკურ პარტიებში არიან გაწევრიანებული, ჩადიან სახელმწიფოსა და ქვეყნის წინააღმდეგ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ. ეს თემა გამოსაკვლევად მიმდინარე წლის აპრილში გადმოგვეცა და შესაბამისად, ამ კონკრეტული თემის საკვლევად, დამატებითი ვადა გვჭირდება. ვადის გაგრძელების შემთხვევაში კი, საჯარო სხდომის ფარგლებში ჩვენ არაერთი პირი გვეყოლება გამოსაკითხი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს პარლამენტის მიერ კომისიისთვის განსაზღვრული ხუთი თემის კვლევა. წლუკიანის განცხადებით, ეს საკითხებია: მკვლელობები, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, კორუფცია, მედიის თავისუფლება და 2008 წლის აგვისტოს ომი. „მომდევნო თვეში ამ საკითხებზე მუშაობის მიმართულებით, ძირითადად დრო დაეთმობა დოკუმენტებზე მუშაობას და დასკვნის პროექტის შედგენის დასრულებას. დაგეგმილია, კომისიას 4-5 ივლისს, დასამტკიცებლად შევთავაზოთ დასკვნა, თუ ჩვენი მუშაობის პერიოდში რაიმე განსაკუთრებული წინაღობა არ გამოიკვეთა და ასეთ შემთხვევაშიც, მხოლოდ ბოლო ერთი თვე დაგვრჩება სამუშაოდ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებლობა რომ იძლეოდეს შესაძლებლობას, მრავალი თვე არ ეყოფოდა იმ ბოროტების კვლევას, რომლის შესახებაც ვიცოდით და რომელთან დაკავშირებითაც, სხდომების კვალდაკვალ, სულ ახალ-ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი“, – აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ. თეა წულუკიანის განცხადებით, მომდევნო თვეში დროებითი საგამოძიებო კომისია გეგმავს ხონში ჩასვლას, სადაც სასჯელაღსრულების ყოფილი დაწესებულებაა და დღეისათვის საქართველოში ის ერთადერთი ადგილია, სადაც სააკაშვილის დროინდელი კარცერებია შემონახული.
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)