|
2025-05-28 16:28:48, 492 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - რასა იუკნევიჩიენე ქართველების მიმართ ფაშისტ ადამიანად ჩამოყალიბდა
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე „ქართველების მიმართ ფაშისტ ადამიანად ჩამოყალიბდა“. პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან რასა იუკნევიჩიენეს მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ მას „ქართველი ხალხისთვის ფაშისტური განცხადებების გამო ბოდიში უნდა მოეხადა“. „იმედი მქონდა, რომ პირველი, რასაც ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე გააკეთებდა, როცა ქართულ მიწაზე ფეხს დაადგამდა, ბოდიშს მოუხდიდა ქართველ ხალხს მისი ფაშისტური განცხადებების გამო. როგორც ვხვდები, მას ქართველი ხალხისთვის მისი ფაშისტური განცხადებების გამო ბოდიში არ მოუხდია, რაც მაფიქრებინებს, რომ განცხადებები, სადაც ის ამბობდა, რომ ხალხი არის დამნაშავე, სადაც ის ამბობდა, რომ ინფექცია არის „ოცნება“ და ეს უნდა მოვიცილოთო... ინფექციებს და დამნაშავე ხალხს როგორ ეპყრობოდნენ ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში, ეს ძალიან კარგად ვიცით. ამიტომაც, ეს ფაშისტური განცხადება იყო. ვინაიდან მან ბოდიში არ მოიხადა, ეს მე მაფიქრებინებს, რომ ის ეს არ იყო წაცდენა ან დაუდევარი განცხადება, არამედ იყო განზრახვა, რომელსაც ის იზიარებს. აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც განზრახ აკეთებს ფაშისტურ განცხადებას, არის ფაშისტი. შესაბამისად, ფაშისტი ადამიანის რაიმე განცხადებებზე კომენტარი გამირთულდება, მგონი, საჭიროც არ არის. ჩვენ ამის მორალური შეფასება უნდა გავაკეთოთ დღეის იქით, რომ ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე ქართველების მიმართ ფაშისტ ადამიანად ჩამოყალიბდა“, -განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ქართველები გმირები არიან და ქართველი ხალხის ბრძოლა ევროპისთვის ბრძოლაა. ევროპარლამენტარის თქმით, დიქტატორებს საკუთარი ხალხის ეშინიათ, საქართველოში კი „ერთ ადამიანს დებინიზაციის“ ეშინია, მაგრამ ეს გარდაუვალია, რადგან საქართველოს ევროპული მომავალი და „ეს რეჟიმი შეუთავსებელია“.
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)