11:41 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 15:45:41, 545 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - სუს-ის მიერ გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება აჩვენებს, რომ საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფო მყარად დამკვიდრებულია

ისე ჩატარდა ეს ღონისძიება, რომ ერთი თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნია ამ ადამიანს [გიორგი ბაჩიაშვილს] - ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, არავის არ ექნება შესაძლებლობა, რომ მართლმსაჯულებას გაექცეს.

„რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ფაქტია. ეს არის ადამიანი, რომელსაც საქართველოს მართლმსაჯულების მხრიდან 11 წელი ჰქონდა მისჯილი. ის, რომ მისი დაკავება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოხდა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფო მყარად დამკვიდრებულია. ის, რომ არავის არ ექნება შესაძლებლობა, რომ მართლმსაჯულებას გაექცეს და ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს, ქართულ მართლმსაჯულებას ვერ გაექცევიან და ყველას საქართველოს სასამართლოს წინაშე პასუხისგება მოუწევს და შესაბამისი, სასჯელის მოხდა.

ყველამ ნახა, რომ ისე ჩატარდა ეს ღონისძიება, რომ ერთი თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნია ამ ადამიანს [გიორგი ბაჩიაშვილს]. ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს”, - განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics