|
2016-03-17 12:43:03, 814 ნახვა
ეკონომიკა
დაგროვებით სისტემაში მონაწილეობა მხოლოდ საპენსიო ასაკამდე მოქალაქეებს შეეძლებათ
საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ოთარ ძიძიკაშვილის განცხადებით, პენსიონერები კერძო დაგროვებით სისტემაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან მათ საპენსიო ასაკს უკვე მიაღწიეს. როგორც ძიძიკაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, კერძო დაგროვებით სისტემაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს საპენსიო ასაკამდე, თუმცა როდესაც მოქალაქე მიაღწევს საპენსიო ასაკს, მას შეუძლია, დაგროვება გააგრძელოს. მისივე თქმით, მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში, თანხა სრულად მეუღლეს გადეცემა. „ასევე, იქნება გარკვეული კრიტერიუმები, რომლითაც მოქალაქე შეძლებს ეს თანხა საპენსიო ასაკამდე გამოიყენოს. ეს არის საკმაოდ დაცული მექანიზმი, გამომდინარე იქედან, რომ ამ ფონდის მართვას განახორციელებს კერძო სექტორი, მთავრობა ფონდის მართვაში არ და ვერ ჩაერთვება. მეორეს მხრივ, ამ ფონდის მართვას და საინვესტიციო პოლიტიკას განსაზღვარავს სახელმწიფო, ანუ, მას პარამეტრებს სახელმწიფო და მარეგულირებელი ორგანო წარუდგენს, მოახდენს ინვესტირების პროცესის ზედამხედველობას, მონიტორინგს, იმისთვის, რომ ეს პროცესი წარიმართოს გაწერილი კრიტერიუმებით. აქედან გამომდინარე, გაკოტრების ან თანხის დაკარგვის რისკი არ არის. რა თქმა უნდა, ინფლაციური რისკები არსებობს, თუმცა ამაზეც ექნება ფონდს თავისი მექანიზმი",- განაცხადა ძიძიკაშვილმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)