|
2025-05-28 15:03:22, 640 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ოპოზიციის პლატფორმები დროებითია
ოპოზიციაში დაპირისპირება ყოველთვის იყო - მათი ლიდერების განცხადებებშიც იკვეთება, რა განწყობები აქვთ ერთმანეთისადმი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებს შორის „რაიმე სახის ერთობა, დროებითია“. „ოპოზიციაში დაპირისპირება ყოველთვის იყო. არაერთი ფაქტი გვახსოვს იმის, რომ რაღაც პლატფორმები იქმნებოდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დროებითია, როგორ შეიძლება მათ შორის რაიმე ერთობა, როცა სხვადასხვა მსოფლმხედველობა აქვთ. რა განწყობა და დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ, იმ განცხადებებშიც იკვეთება, რასაც მათი ლიდერების მხრიდან ვისმენთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. კახა კალაძის შეფასებით, ოპოზიცია იმოქმედებს ისე, როგორც „თავიანთი პატრონები გარედან ეტყვიან“. „არ მინდა, მათ პოლემიკაში შევიდე, თუ ვინ იღებს ან არ იღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ეს არ არის ჩვენი საქმე. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მზადება გვაქვს დაწყებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, თუმცა ბევრი პრობლემა რჩება, არსებობს გამოწვევები. ამ ყველაფერს სჭირდება ღირსეული პასუხი. საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რას ვგეგმავთ და როგორ ვაპირებთ მათ მოგვარებას. მგონია, რომ ოპოზიციას რასაც თავიანთი პატრონები გარედან ეტყვიან, ისე მოიქცევიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)