|
2025-05-28 14:35:22, 711 ნახვა
მსოფლიო
Reuters - პუტინი უკრაინაში მშვიდობის სანაცვლოდ დასავლელი ლიდერებისგან წერილობით პირობას ითხოვს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება
ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მშვიდობის სანაცვლოდ დასავლელი ლიდერებისგან წერილობით პირობას ითხოვს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის რუსული წყაროების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურს, დასავლეთის მთავარმა ძალებმა წერილობითი პირობა დადონ, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, რაც უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატო-ში გაწევრიანებაზე ოფიციალურ უარს ნიშნავს. “პუტინი მშვიდობის დასამყარებლად მზად არის, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად“, - განაცხადა ერთ-ერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა. ამასთან, წყაროების განცხადებით, კრემლს სურს, რომ „უკრაინა ნეიტრალური იყოს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილი მოიხსნას, გაყინული რუსული აქტივების საკითხი მოგვარდეს და უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობა დაცული იყოს“. „თუ პუტინი გააცნობიერებს, რომ საკუთარი პირობებით სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ის სამხედრო გამარჯვებებით შეეცდება უკრაინელებსა და ევროპელებს აჩვენოს, რომ ხვალინდელი მშვიდობა კიდევ უფრო მტკივნეული იქნება“, - აღნიშნა რუსმა მაღალჩინოსანმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)