|
2025-05-28 12:18:56, 884 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ვახტანგიშვილმა Spotlight Tech-ზე მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის შესახებ გამოცდილება გააზიარა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 25 მაისს, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში ტექნოლოგიური ღონისძიება Spotlight Tech გაიმართა. მისი მთავარი თემა — Backstage — დამსწრე საზოგადოებას საშუალებას აძლევდა, ინოვაციური პროდუქტების, სტარტაპების და ტექნოლოგიურ იდეებზე მუშაობის პროცესებზე მეტი ინფორმაცია მიეღო. ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი ვახტანგიშვილის გამოსვლა იყო. პანელური დისკუსიის ფორმატში გიორგიმ ისაუბრა ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციებზე ფინტექ სივრცეში, კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობაზე და იმ გამოცდილებაზე, რომლითაც საქართველოს ბანკი Global Finance-მა მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა. „იყო მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი ჩვენი გუნდის ყოველდღიური ძალისხმევის შედეგია. ეს გრძელი გზა იყო,“ — აღნიშნა გიორგი ვახტანგიშვილმა. გიორგიმ ასევე ყურადღება გაამახვილა მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის მნიშვნელობაზე და იმ პროდუქტებზე, რომლებიც სრულფასოვან ციფრულ საბანკო გამოცდილებას ქმნიან — მათ შორისაა Ads მენეჯერის პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის შესაძლებლობას აძლევს. „მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელება ჩვენთვის მოტივაციაა, გავაგრძელოთ ინოვაციებზე მუშაობა და შევქმნათ უკეთესი ციფრული სერვისები ჩვენი მომხმარებლებისთვის,“ — განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა. Spotlight Tech 2025 მოიცავდა ინსპირაციულ გამოსვლებს, ინტერაქციულ დისკუსიებს, მასტერკლასებსა და ნეთვორქინგის შესაძლებლობებს. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ტექნოლოგიური, ბიზნესისა და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის, 500 Global in Eurasia-ს მონაწილე — Quissly.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)