|
2025-05-27 15:17:57, 820 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო - უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნით ბერლინი უფრო ღრმად ჩაიგდებს თავს ორმოში
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, გერმანია, უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღზე შეზღუდვების მოხსნით კიდევ უფრო ღრმად ჩაძირავს საკუთარ თავს. „უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენების დიაპაზონზე შეზღუდვის მოხსნით, თუ ასეთი რამ ოდესმე არსებობდა, ბერლინი მხოლოდ უფრო ღრმად ჩაიგდებს თავს იმ ორმოში, რომელშიც მის მიერ მხარდაჭერილი კიევის რეჟიმი დიდი ხანია იმყოფება“, - აღნიშნა ზახაროვამ. მისი მტკიცებით, „გერმანული იარაღი ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას ვერ შეცვლის“. შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გუშინ განაცხადა, რომ გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემულ შორ მანძილზე მოქმედ იარაღებზე დაწესებული შეზღუდვები აღარ მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა შეძლებს თავი დაიცვას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების განხორციელებით.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)