|
2025-05-27 14:48:22, 905 ნახვა
სამართალი
ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი - პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემდეგ, მისი არც ერთი უფლება არ დარღვეულა
„კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ბრალდებული ზურაბ გირჩი ჯაფარიძე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატმა ბორის ჩელე ყურუამ მოინახულა. როგორც ყურუა აცხადებს, ჯაფარიძე თავს მხნედ გრძნობს. „თავს კარგად გრძნობს, რამდენადაც შეიძლება უსამართლოდ ციხეში ჩასმული ადამიანი თავს კარგად გრძნობდეს, არის მხნედ. მას აბსოლუტურად კარგად ჰქონდა გააზრებული, რა ბრძოლაში შედიოდა და რა ეტაპი დაიწყო მისი ციხეში ჩასმით. მთავარი გზავნილი ზურას მაშინ ჰქონდა, როცა დააკავეს, ხელბორკილები დაადეს, მან თქვა, რომ საბოლოოდ ჩვენ გავიმარჯვებთ და ის ისევ ამ აზრზეა. ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ, იქიდან გამომდინარე, ეტაპირებისას და პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემდეგ, მისი არც ერთი უფლება არ დარღვეულა, მას ექცევიან, როგორც ჩვეულებრივ პატიმარს. ტელევიზორი ჯერ არ აქვს, ესეც სტანდარტული პროცედურაა, მას შემდეგ, რაც გაუხსნიან ბარათს, შეეძლება ტელევიზორის ქონა",- განაცხადა ყურუამ. ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ჯაფარიძეს სასამართლომ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან არ გადაიხადა. სწორედ აღნიშნული გახდა მის მიმართ შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლის საფუძველი. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)