|
2016-03-17 11:27:05, 560 ნახვა
საზოგადოება
კვირის დოკუმენტი - შეწირულების წიგნი ბოდორნის მონასტრისადმი
ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია ბოდორნის მონასტრისადმი სოფელ ხანდაკის ყმა-მამულის შეწირულების წიგნი. "... და ნუ მოგუჱშლების დღე და ღამე ორი კანდელი; და [ა]თორმეტთა საუფლოთა დღეთა კელაპტარი დღე და ღამე ენთებოდეს; და ხუთი აღაპი კ[ა]რგაღებული გარდაიჴდებოდეს; და მას გარეთ დიდთა მარხვათა შინა, წირვასა კელაპტარი აენთებ[ო]დეს... ყოველთავე გევედრებით: ნუვინ მოუშლით მცირესა ამას შესაწირავსა, რომელი მოვიგონეთ და გულისა-ხმა ვყავით სახელითა ოდენ წოდებულთა მე შაბურისძემან ვამეყ და ჩუენმან მეუღლემან დულარდუხტ". ერისთავ ვამიყ შაბურისძისა და მისი თანამეცხედრის, დულარდუხტის მიერ ბოდორნის მონასტრისათვის მიცემული სოფელ ხანდაკის ყმა-მამულის შეწირულების წიგნი. საბუთის პირველი კეფი მოხატულია. მაცხოვრისა და ანგელოზების გარდა, მასზე გამოსახულნი არიან: ერისთავი ვამიყ და დედოფალი დულარდუხტ. 1494, 24 ივნისი. დოკუმენტი დაცულია ეროვნულ არქივში, ძველ საბუთთა დედნების კოლექციაში. „კვირის დოკუმენტი" ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)