|
2025-05-26 14:02:28, 639 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - დღეს სუფთა, ნათელი ახალგაზრდობა ხდება ე.წ. ხელისუფლების მიერ “მტრად“ შერაცხული
არ მოგატყუოთ და არ ავყვეთ „რუსქოცების“ პროპაგანდას, თითქოს რაღაცას ზეიმობენ და რამეს იცავენ. სინამდვილეში, ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ სუვერენიტეტი დასავლეთისგან გათავისუფლებას ნიშნავს,- ამის შესახებ “სტრატეგია-აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „დღეს საქართველოს თავისუფლების ნამდვილ მცველებს აგენტებად ნათლავენ“. „გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! არ მოგატყუოთ და არ ავყვეთ „რუსქოცების“ პროპაგანდას, თითქოს, რაღაცას ზეიმობენ და რამეს იცავენ. სინამდვილეში, ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ სუვერენიტეტი დასავლეთისგან გათავისუფლებას ნიშნავს. ეს ისეთივე სიცრუე და პროპაგანდისტული შხამია, როგორიც იყო 100 წლის წინ ბოლშევიკებისგან. მაშინ ჟორდანიას მთავრობა იყო “ხალხის მტერი და იმპერიალიზმის აგენტები”, დღეს საქართველოს თავისუფლების ნამდვილ მცველებს და მის მხარდამჭერებს აგენტებად ნათლავენ. მაშინ ქაქუცა და თავისუფლებისთვის მებრძოლები იყვნენ “ღალატში” ბრალდებულნი - დღეს სუფთა, ნათელი ახალგაზრდობა ხდება ე.წ. ხელისუფლების მიერ “მტრად” შერაცხილი. მაგრამ ახლა საქართველო სხვაა. გავიარეთ წარსული, გავიგეთ თავისუფლების ფასი. გვყავს თაობა, რომელიც სიმართლეს არ უფრთხის. გვყავს პარტნიორები, რომელთაც ჩვენს გვერდით დგომა შეუძლიათ. დღეს საქართველო მარტო აღარ არის და აღარ დავუთმობთ თავისუფლებას ივანიშვილს და მის ნეობოლშევიკებს. გაუმარჯოს თავისუფლებას! დიდება გმირებს! დიდება დამოუკიდებელ საქართველოს!“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)