|
2025-05-26 13:21:54, 640 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი - წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობა, მხოლოდ მოტივირებულ და გავლენებისგან თავისუფალ საზოგადოებას შეუძლია
26 მაისი შეგვახსენებს, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი სამშობლოს მომავლის წინაშეა, რათა არამარტო შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა, არამედ სრულყოფილად გავიაზროთ სუვერენიტეტის იდეა, რომლის გარეშეც ძნელი იქნება ჭეშმარიტად თავისუფალი, დემოკრატიული, ერთიანი და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე შეფასებით, წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობა, მხოლოდ მოტივირებულ და გავლენებისგან თავისუფალ საზოგადოებას შეუძლია. „დღევანდელი დღე განსაკუთრებული და საამაყოა ყველა ჩვენგანისთვის, რადგან ეს დიდი ეროვნული დღესასწაული საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სიმბოლოა. მხოლოდ მტკიცე და გაუტეხელ ერს შესწევს უნარი და ძალა საუკუნეებით გამოატაროს თავისუფლების იდეა, შეინარჩუნოს ეროვნული იდენტობა, ღირებულებები და ამავე დროს გახდეს თანამედროვე მსოფლიოს ცივილიზაციის მონაპოვართა თანაზიარი. სწორედ ამიტომ ეს დღე ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს. ჩვენს მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ საზოგადოების თითოეულ წარმომადგენელს. ეს დღე ეკუთვნის ჩვენს საამაყო სამხედროებს, პოლიციელებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველებს, ექიმებს, მასწავლებლებს, დიპლომატებს, საჯარო მოხელეებს, ფერმერებს, მეწარმეებს, ყველას, ვინც ემსახურება საქართველოს და ზრუნავს მის მომავალზე. მინდა დღევანდელი დღე განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს სამხედროებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, კაპრალებს და რიგითებს. ვინც ღირსეულად და ამაყად ატარებთ ქართული ჯარისკაცის სახელს. ქართული ჯარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის მთავარი ფუნდამენტი, ღირსებისა და სამშობლოსადმი ერთგულების უდიდესი სიმბოლოა. სამშობლოს სამსახური კი ყველაზე დიდი პატივია. მინდა მივულოცო დამოუკიდებლობის დღე ჩვენს საამაყო, დაუმარცხებელ, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს. მათთან ერთად ჩვენს ვეტერანებს, რომლებმაც შექმნეს თავდაცვის ძალების მტკიცე საფუძველი. დღეს გამორჩეული დღეა რეკრუტებისთვის, მათ ფიცი 26 მაისს დადეს. მათ ღვთისა და ქვეყნის წინაშე შეჰფიცეს, რომ პირნათლად მოიხდიან მხედრულ ვალს საქართველოს წინაშე და საკუთარი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე სამშობლოსთვის იბრძოლებენ. მჯერა, ისინი არასოდეს დაივიწყებენ, რის ფასად მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა, არასოდეს დაივიწყებენ მათ ვინც სიცოცხლე შესწირა საქართველოს თავისუფლებას. მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი დაღუპული გმირი მეომრების წინაშე, რომელთაც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის საკუთარი სიცოცხლე დათმეს. სწორედ ჩვენი გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა თავისუფალი, სუვერენული, ძლიერი და ერთიანი სახელმწიფოს შექმნით უნდა დასრულდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები ჩვენი საერთო მომავლის თანაშემოქმედნი იქნებიან. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ იმ ისტორიას, რომელსაც ურთიერთპატივისცემით, საუკუნეების განმავლობაში მრავალი თაობა ქმნიდა. წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობა, მხოლოდ მოტივირებულ და გავლენებისგან თავისუფალ საზოგადოებას შეუძლია. საუკუნეებმა გვასწავლა, რომ გონიერება და სიმტკიცე, ერთობა და ურთიერთგატანა ქართველი ერის საუკეთესო იარაღია. მინდა დიდი პატივისცემით აღვნიშნო ჩვენი ეკლესიის როლი დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს მოპოვებაში. ჩვენი იდენტობის და ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებაში. 26 მაისი შეგვახსენებს, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი სამშობლოს მომავლის წინაშეა, რათა არამარტო შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა, არამედ სრულყოფილად გავიაზროთ სუვერენიტეტის იდეა, რომლის გარეშეც ძნელი იქნება ჭეშმარიტად თავისუფალი, დემოკრატიული, ერთიანი და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობა. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების და ჩვენი ლიდერების ძალისხმევით საქართველო თავისი ისტორიული ფესვებიდან აღმოცენებული მრავალსაუკუნოვანი, უნიკალური კულტურითა და იდენტობით ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს, საერთო ევროპულ ოჯახში და ამ ოჯახში იქნება სუვერენული, თანასწორუფლებიანი სახელმწიფო, როგორც კულტურული, ისტორიული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით”, - განაცხადა ჩიქოვანმა.
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)