|
2016-03-17 11:02:31, 716 ნახვა
ეკონომიკა
„უმასპინძლე საქართველოში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, სესხის მაქსიმალური ზღვარი 2 მილიონ ლარამდე გაიზარდა
სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ქვეპროგრამაში „უმასპინძლე საქართველოში“ ცვლილებები შედის. როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სასტუმროების მშენებლობის დაფინანსებისთვის მთავრობა სესხის ქვედა და ზედა ზღვარის შეცვლას აპირებს. პრემიერის განმარტებით, წინასწარი მოკვლევებით გაირკვა, რომ სესხის მაქსიმალური ლიმიტი, 1 მილიონი ლარი, ვერ უზრუნველყოფდა ხარისხიანი სასტუმროს აშენებას რეგიონებში, რის გამოც, მთავრობა იმსჯელებს, რომ სესხის ლიმიტი 2 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. „დღევანდელი ცვლილება გულისხმობს მინიმალური სესხის ზღვარის დაწევას ნახევარი მილიონი ლარიდან 200 ათას ლარამდე და ასევე მაქსიმალური ზღვარის აწევას, სადაც შესაძებლობა იქნება, მილიონი ლარის ნაცვლად, 2 მილიონამდე მაქსიმალური სასესხო ზღვარის გაზრდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წინასწარი ანალიზით გაირკვა, რომ თანხის მაქისმალური ლიმიტი ვერ უზრუნველყოფდა ხარისხიანი სასტუმროს აშენებას რეგიონებში“,- განაცხადა პრემიერმინისტრმა და დასძინა, რომ „აწარმოე საქართელოში“ ახალი კომპონენტი მთავრობამ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა. „პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ახდენს საპროცენტო ხარჯის თანადაფინანსებას, საბანკო უზრუნველყოფის კუთხით თანაგარანტირებას, ანუ, 50%-ს ბანკის მიერ მოთხოვნილი გირაოსი, ფარავს სახელმწიფო საკუთარი გარანტიით. ასევე მიწის ქონების გამოყოფას. საჭიროების შემთხვევაში, უცხოელი ექსპერტების მოწვევას“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)