|
2025-05-25 09:32:32, 808 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი - 26 მაისს, 19:00 საათზე პრეზიდენტი მიმართავს შეკრებილებს
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან 26 მაისთან დაკავშირებით ბოლო სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც ჩერგოლეიშვილი განმარტავს, აღნიშნულ დღეს სხვადასხვა დროსა და ადგილას მარშებია დაგეგმილი, კულმინაცია კი, 19:00 საათზე იქნება, როცა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით სალომე ზურაბიშვილი მიმართავს. „ჩვენ გვინდა ეს დღე იყოს ის, რაც ყველა ქართველს გააერთიანებს, ვისთვისაც დამოუკიდებლობა ძვირფასია. ჩვენ ვიცით, რომ ასეთები არიან ისინიც, ვინც დღეს შეიძლება სტატუს-კვოს უჭერენ მხარს სრულიად შეცდომით. 26 მაისის ჩვენი მხრიდან გაკეთებული ღონისძიების სულისკვეთება იქნება ის, რომ ჩვენ გაცილებით მეტი გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობა და რომ ეს დამოუკიდებლობა დგას საფრთხის ქვეშ რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩენით. დაახლოებით, 15:00-16:00 საათიდან იწყება სხვადასხვა მარში, ძალიან დეცენტრალიზებული პროტესტია, მომწონს ძალიან, რომ ყველა ჯგუფი თავის პროგრამას აკეთებს და მთელ რუსთაველზე იქნება გაშლილი, რუსთაველის თეატრიდან "მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემდე". კულმინაცია იქნება 19:00 საათზე, როცა საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს შეკრებილებს. ყველაფერი ხაზგასმით მშვიდობიანი, მეგობრულია ყველას მიმართ, ვისთვისაც საქართველოს დამოუკიდებლობა ძვირფასია და მტრული მათ მიმართ, ვისთვისაც არ არის ძვირფასი",- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა. მისი განმარტებით, შეხვედრაზე ზურაბიშვილთან მათ შორის, იმაზეც ისაუბრეს, თუ როგორ უნდა აიცილონ მოსალოდნელი პროვოკაციები. „ეს იყო ბოლო სამუშაო შეხვედრა და ვისაუბრეთ როგორ უზრუნველვყოთ ის, რომ პროვოკაციაზე არ წამოგვაგონ, გეგმა „B“ რა შეიძლება იყოს, ეს ყველაფერი დავალაგეთ. „პლატფორმამ“ კი დააანონსა ეს აქცია, მაგრამ უფრო ფართო მოვლენაა - ბევრი პოლიტიკური პარტია, სამოქალაქო ორგანიზაცია სულ არ სწყალობს ამ „პლატფორმას” და გააფართოვა უბრალოდ, კომიტეტი შეიქმნა, სადაც სამოქალაქო ორგანიზაციები, პროტესტის მონაწილეები არიან, ბევრი ხალხია, ჩემი სკეპტიციზმის მიუხედავად რაღაცებზე შეთანხმება მაინც გამოვიდა, რაც მიხარია",- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)