|
2025-05-23 11:10:57, 769 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდს საერთაშორისო სტუდენტების მიღების უფლება გაუუქმა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 22 მაისს ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების მიღების უფლება გაუუქმა, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტმა რამდენიმე უცხოეული სტუდენტის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა. ეროვნული უსაფრთხოების მდივნის, კრისტი ნოემის ბრძანებით, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა 2025-2026 სასწავლო წლიდან უნდა შეჩერდეს. გადაწყვეტილების შედეგად, ჰარვარდში ამჟამად მყოფ უცხოელ სტუდენტებს სხვა უნივერსიტეტებში გადასვლა ან ლეგალური სტატუსის დაკარგვა მოუწევთ. ნოემმა ჰარვარდი "ძალადობის წახალისებაში, ანტისემიტიზმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან კოორდინაციაში" დაადანაშაულა. "უნივერსიტეტებისთვის უცხოელი სტუდენტების მიღება პრივილეგიაა და არა უფლება". - განაცხადა მინისტრმა. ნოემმა უნივერსიტეტს მისწერა, რომ მას შეუძლია სერტიფიკატის აღდგენა, თუ უნივერსიტეტი 72 საათში უცხოელი სტუდენტების შესახებ მასალებს წარადგენს. მინისტრი, მათ შორის, იმ ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერებს ითხოვს, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამართულ საპროტესტო აქტივობებს ასახავს. ჰარვარდმა მთავრობის ქმედება "უკანონოდ" შეაფასა და განაცხადა, რომ იგი "უცხოელი სტუდენტებისთვის განათლების უზრუნველყოფის ერთგულია". "ეს შურისმაძიებელი ქმედება სერიოზულ ზიანს აყენებს ჰარვარდის საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას, აფერხებს ჰარვარდის აკადემიურ და კვლევით მისიას". - ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში. 2024-2025 სასწავლო წელს ჰარვარდში დაახლოებით 6 800 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, რაც სტუდენტების საერთო რაოდენობის 27%-ს შეადგენს. 2022 წელს ჰარვარდში ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი ჩინეთიდან იყო. Fox News-ის გადაცემაში, "The Story with Martha MacCallum", კრისტი ნოემმა კითხვაზე, განიხილავს თუ არა მსგავს ნაბიჯებს სხვა უნივერსიტეტების მიმართაც, უპასუხა: "რა თქმა უნდა, განვიხილავთ. ეს უნდა იყოს გაფრთხილება ყველა სხვა უნივერსიტეტისთვის - მოეგეთ გონს". მანამდე, ტრამპმა ჰარვარდს $3 მილიარდამდე ოდენობის ფედერალური გრანტები შეუჩერა, რის გამოც უნივერსიტეტმა საქმე სასამართლოში შეიტანა. საგანმანათლებლო დაწესებულების თანახმად, დაფინანსების გაყინვა "უსამართლო და კაპრიზულია" და კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ სიტყვის თავისუფლების უფლებებსა და სამოქალაქო უფლებების აქტის მეექვსე მუხლის კანონით გათვალისწინებულ დებულებებს არღვევს. "მთავრობას არ დაუსახელებია და ვერ დაასახელებს რაიმე რაციონალურ კავშირს ანტისემიტიზმზე შეშფოთებებსა და მთავრობის მიერ გაყინულ სამედიცინო, სამეცნიერო, ტექნოლოგიური და სხვა სახის კვლევებს შორის, რომლებიც ამერიკული სიცოცხლეების გადარჩენას, ამერიკული წარმატების ხელშეწყობას, ამერიკის უსაფრთხოების დაცვასა და ამერიკის, როგორც ინოვაციის მხრივ გლობალური ლიდერის, პოზიციის შენარჩუნებას ისახავს მიზნად". - წერია საჩივარში.
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
CNN: პენტაგონი ირანზე ახალი დარტყმებისთვის სამიზნეების სიას ამზადებს
უკრაინამ ომის განმავლობაში მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ენერგეტიკული ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო და შერემეტიევოს აეროპორტი დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)