|
2025-05-22 18:57:25, 1175 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - ვერ ვხედავ სომხეთის უკრაინიზაციის საჭიროებას
"ვერ ვხედავ სომხეთის უკრაინიზაციის საჭიროებას" – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჟურნალისტის კითხვაზე, მოექცევა თუ არა რუსეთი სომხეთს ისე, როგორც უკრაინას მოექცა. სომეხმა ჟურნალისტმა რუს დიპლომატს კითხვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვა. "სომხეთი ჩვენი მოკავშირეა, ჩვენი მეგობარი. სომხეთი არ კრძალავს რუსულ ენას და რუსულ კულტურას, არ უზღუდავენ უფლებებს რუსებსა და მათ, ვისაც რუსულად საუბარი სურთ" – ამბობს ლავროვი" – თქვა ლავროვმა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი არ აპირებს რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით ცვლილებების შეტანას. "მარტივად შემიძლია გიპასუხოთ: არა, არ ვაპირებთ. ჩვენი ვალდებულებები და მიზნები ერთმანეთთან მიმართებით ფურცელზე წერია, ხელმოწერილია და რატიფიცირებულია და ეს არ შეიცვლება. ამავდროულად, არსებობს შეშფოთება იმის შესახებ, რომ ახლანდელი მექანიზმები და პროცედურებს შესაბამისი შედეგი არ მოაქვს. ჩვენი ურთიერთობები ბევრი მიმართულებით ვითარდება. სომხეთი ამას არ უარყოფს და არ მგონია, საიდუმლოს გავამხელ, თუ ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვართ კმაყოფილები ОДКБ-ს მუშაობით და სომხეთის ბოლო ნაბიჯები სწორედ ამის პასუხი იყო. თუმცა, მინდა დავადასტურო, რომ ჩვენი ურთიერთობები [რუსეთთან] წინ მიიწევს და აქტიურად ვითარდება" – ამბობს მირზოიანი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)