05:11 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-22 18:20:49, 735 ნახვა

პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - სასამართლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ უკანონოა

სასამართლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ, უკანონო პროცესია - ეს არის პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელება, სხვა შეფასება ამას ვერ ექნება ,- ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისია როგორც კონსტიტუციის, ისე კანონის დარღვევითაა შექმნილი.

"სასამართლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ უკანონო პროცესია. საგამოძიებო კომისია კონსტიტუციის 42-ე მუხლის დარღვევით და კანონის სრული იგნორირების საფუძველზე შექმნილი და უკანონო კომისიის, უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაზე არ მისვლის გამო ადამიანის გასამართლება არის პირდაპირ, კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა, ასე შეიძლება შეფასდეს დღევანდელი სასამართლო პროცესი. ეს არის პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელება, სხვა შეფასება ამას ვერ ექნება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics